Saturday, July 3, 2010

ქარის მოტანილი წერილების დღე - 4 ივლისი

მეგობარმა გამომიგზავნა დღეს შეტყობინება, რომელიც ქვემოთ მომყავს...
ჰოდა, მე ვაპირებ, რომ ქარს ბარათი გავატანო 4 ივლისს, რომელსაც შემთხვევით ადრესატთან მიიტანს...
თქვენც დაწერეთ წერილი და გააგზავნეთ...
მაშ, ასე - შეტყობინება:

ზაფხულის მეორე თვის პირველ კვირა დღეს, ანუ რომ დაღამდება და გათენდება და კიდევ დაღaმდება და გათენდება და ნიავი რომ არ იძვრის, ქარის მოტანილი წერილების დღეა.




















უთხარით თქვენს მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და მეგობრების მეგობრების მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, უთხარით ყველას.

დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსის მძღოლებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.

გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ "ქარის მოტანილი წერილი" და გაუშვით.

ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.

სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.

2 comments:

Dv0rsky said...

გამოვიდა რამე ნეტა ამ ამბისგან?

maia said...

კი გამოვიდა :) და უკვე მეხუთე წელია ყოველ წელს მეორდება. თარიღიც უფრო კარგად მოვიფიქრე და ყოველ 22 სექტემბერს ქარის მოტანილი წერილების დღეა :)