Wednesday, January 20, 2010

შენიღბვაც ამას ჰქვია!

Desiree Palmen





http://www.moillusions.com/2006/05/camouflage-uniforms-optical-illusions.html

Australia Post: If You Really Want To Touch Someone, Send Them A Letter

ავსტრალიის ფოსტის ერთობ შემოქმედებითი რეკლამა.
ტრადიციული, ქაღალდზე დაწერილი, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით გასაგზავნი ანდა იქიდან მიღებული უსტარების წერა და კითხვა ძალიან მიყვარს.




ეს რეკლამა კი, სწორედ რომ, გამოხატავს ჩემს მიდგომას.
ამ თემას შემდგომ ალბათ მივუძღვნი ერთ პოსტს...

მანამდე კი თქვენ - მისწერეთ ჩვეულებრივი არაელექტრონული წერილები შეყვარებულს, მეგობრებს, ნათესავებს, უბრალოდ ნაცნობებს, გაახარეთ ისინი და გაიხარეთ თქვენც! :)

http://www.mcsaatchi.com/work_detail.php?workid=299

Friday, January 15, 2010

სამარილე/საპილპილე და ინი და იანი...

ამას წინათ მეგობართან საშობაო სუფრაზე ერთმა სამარილე/საპილპილემ (იხ. ფოტო ქვემოთ) დიდი ყურადღება დაიმსახურა, რაც სავსებით ბუნებრივია მისი ორიგინალური დიზაინისა გამო.

მაშინ პირველად შევადარე ეს სამარილე/საპილპილე ინისა და იანის სიმბოლოს, არადა ადრეც მქონდა მრავალგან ნანახი. ზემოდან თუ დავხედავთ, მართლაც, ჰგავს. ამ ფიგურებს ერთმანეთს თუ დავაშორებთ, ერთობ სევდიანად და საწყალობლად ფართედ ხელებგაშლილი დგანან... უსათუოდ ჩახუტებული უნდა იდგნენ, თუ არ გვსურს, მათი ცოდვით დავიწვათ :)

ამ სამარილეს შექმნისას დიზაინერ ალბერტო მანტილას საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეები ჩაუქსოვია... ამაზე ქვემოთ.





მე კი იმის იმპულსი მომცა, რომ ინისა და იანის სიმბოლოს მნიშვნელობას ჩავრღმავებოდი და მასზე მეტი რამ შემეტყო...
ალბათ მრავლის მსგავსად, მეც მეგონა, რომ გარდა ურთიერთდაპირისპირებულთა ერთიანობისა, ეს „ტაი ცზი“ (თუ „ტაი ჩი“, გამოთქმა ნამდვილად არ ვიცი) სიმბოლო კეთილისა (თეთრი ნაწილი) და ბოროტის (შავი ნაწილი) მუდმივ ბრძოლას აღნიშნავდა. დღეს რა წყაროებსაც გავეცანი, არსად სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა-დაპირისპირების შესახებ პირდაპი საუბარი არ ყოფილა... ვაჰ!

სიმბოლოს რაც შეეხება, სრულებითაც არ ყოფილა სულერთი, თუ ფერების როგორი განლაგებით გამოვსახავთ ამ სიმბოლოს. ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინურ ფილოსოფიაში.
ინი სიბნელის, სიცივის, მდედრობითი საწყისის, მიწის, პასიურის, ინტრავერტულის მნიშვნელობას ატარებს და შავი ფერით არის გამოსახული, იანი კი - ნათელს, სითბოს, მამრობით საწყისს, ციურს, ექსტრავერტულს, აქტიურს ასახავს და თეთრი ნაწილითაა წარმოჩენილი.

ეს სიმბოლო თურმე აღნიშნავს, რომ ყოველივე ამ სამყაროში როგორც ნათელს, ასევე ბნელს შეიცავს. სხვაგვარად - არცერთი არსება თუ საგანი არ არსებობს მისი საპირისპიროს არსებობის გარეშე და ორივე დაპირისპირებული ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება და ამგვარად გარკვეულ ციკლს ქმნის. ამიტომაც აქვს სიმბოლოს წრიული ფორმა. იგი ერთიანობის, წონასწორობის სიმბოლოა. ისინი ერთმანეთს ავსებენ, განაპირობებენ ერთურთს, ცვლიან რიტმულად და არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავენ. თითოეულ ნაწილში პატარა საპირისპირო ფერის წერტილი იმის მანიშნებელია, რომ ინი იანის ნაწილაკს შეიცავს, ისევე, როგორც იანი ინისას. ანუ ყოველივე ამ სამყოროშიც თავისი "საპირისპიროს" ნაწილს მოიცავს საკუთარ თავში.

ამასთან, ინისა და იანის სიმბოლოს ფორმა მუდმივი მოძრაობის, ცვალებადობის, ციკლების განმეორებითობის სიმბოლოა... მას უკავშირებენ წელიწადის დროების გამოსახვასაც და სხვას მრავალს კიდევ. ზოგადად, ინისა და იანის შესახებ ფილოსოფიის წარმოშობის ისტორია ძალიან მრავლისმომცველია და შორს წაგვიყვანდა... ვიკიპედიასა და "გუგული დეიდასთან" (როგორც ერთი ძვირფასი ადამიანი google-ს უწოდებს) საკმაოდ მრავლად მოიპოვება ინფორმაცია ამის თაობაზე.







სამარილეს რაც შეეხება:
მას „ჩახუტება“ (HUG) ჰქვია და ალბერტო მანტილამ (ნიუ იორკი, დიზაინერული კომპანია MINT) შეჰქმნა. შავი და თეთრი ფერი პროდუქტისათვის შეირჩა როგორც სიმბოლო იმისა, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი თანასწორია და ერთმანეთის მიმართ მეგობრულად, თანაგრძნობითა და პატივისცემით უნდა იყოს განწყობილი. ისე, ინტერნეტ-სივრცეში (ისედაც, ცხადია :)) ეს პროდუქტი სხვა ფერებსა და ფორმებშიც მრავლად მოიპოვება უკვე.

ეს საყვარელი ნივთი სასიამოვნოდ გამოსაყენებელია... ადვილად დაიხსომებ, რომ თეთრში მარილია და შავში პილპილი (მიხვდები კიდეც). თუმცა, თუკი გსურს, ინისა და იანის სიმბოლოს როლი მეტად იკისროს, შავ კაცუნაში მარილს ჩაყრიდა კაცი, თეთრში კი - პილპილს :)

სადღაც ისიც წავიკითხე, დიზაინერმა ინისა და იანის სიმბოლოს ფორმა გაითვალისწინაო და ზედხედი იმიტომაც აქვს ამ სამარილე/საპილპილეს ასეთიო... მეც ასე ვფიქრობ.







და კიდევ, სავსებით გულწრფელად, ამ პოსტის წერისას საერთოდ არ მომსვლია თავში აზრად ჩემი ბლოგის სახელწოდება... გვიანღა მივხვდი, სადღაც შუაში რომ ვიყავი მაშინ...
ჰოდა, არც მაშინ მიფიქრია ინსა და იანზე, როცა ბლოგის სახელს ვიგონებდი. მაშინ მხოლოდ ლისაბონის ღამეზე ვფიქრობდი...

ბლა ბლა ბლა! :)

Tuesday, January 12, 2010

აბა, ღიმილი იაფაააად! ვის უნდა მომნუსხველი ღიმილით დაიმშვენოს სახე?! :)

კარგი ტესტია, მომეწონა...
ალბათ, შედეგითაც კმაყოფილი ვარ... :)
თქვენც სცადეთ:

http://aeterna.ru/test.php?link=tests:19552

Отныне и присно и во веки веков вы продавец смеха.
Вы продаёте то, чего так иногда не хватает людям этой планеты. Вы летаете на пушистом мягком облаке и звоните в маленький серебряный колокольчик – каждый, кто сможет настолько отрешиться от земной суеты и услышать его, становится вашим покупателем. Вы не слишком требовательны к плате за свой товар, это может быть цветная бусинка, сломанные часы, засохший леденец или перламутровая пуговица – словом, любой завалявшаяся у покупателя хлам, который вы потом бережно положите в обитую синим бархатом шкатулочку. Свой товар вы получаете по ночам, прокрадываясь в спальни маленьких детей, которым снятся волшебные сказки, тогда вы собираете их лёгкие улыбки в собственный рукав, а дома тысячу лет (для смеха тысяча лет – ерунда!) настаиваете в бочке со слезами счастья, собранными ещё в те далекие времена, когда люди могли от него плакать. Когда смех становится вязким и жёлтым, как мёд, вы делаете из него мазь, которой покупатель должен помазать уши, веки и рот; тогда он всегда сможет относиться к жизни с юмором и иронической улыбкой. Вы не требовательное создание, ваши покупатели не попадают в зависимость от вас, хотя многие потом пишут благодарственные письма и оставляют их прямо в городе на видных местах, чтобы вы могли их подобрать. Единственное, о чём вы мечтаете – чтобы ваша мазь подействовала и на вас, поэтому вы всегда прячете свои глаза за солнечными очками, чтобы люди не видели, сколько в них боли, грусти и одиночества. image
Пройти тест


ესეც ჩემი სუუულ პირველი პოსტი...
:)