Wednesday, April 28, 2010

თავი შეგაწყინათ წვიმამ? მე - არა! :)

დღევანდელი დღე შედარებით ადრე დაიწყო - 5:30 საათზე გავიღვიძე.
6:30 საათზე უკვე აბანოთუბანში ვიყავი და მეგობრებს ველოდი.
... მანამდე მე და ხნიერი ტაქსის მძღოლი მივქროდით თითქმის ცარიელ სანაპიროზე უთენია... წვიმდა... ციოდა... მაგრამ რაღაც სასიამოვნო იყო... მაინც თბილოდა! წინა მანქანა მიქროდა და მისი საბურავებით ასფალტიდან ასხლეტილი უამრავი პატარა წვეთი ჩვენ წინ ნისლს ტოვებდა... ძალიან მშვიდი იყო სველი სიმწვანით და სიჩუმით მოცული თბილისი! შემიყვარდა!
თბილი იყო თბილისი ამ დილით ჩემთვის! ჩვენი მეგობარი მოვიხსენიეთ თაბორის მთაზე ტაძარში... და მერე რა, რომ წვიმდა და ისევ წვიმს! ის 3 საათი ისეთი სავსე იყო!
რატომ ვკარგავთ ასე უაზროდ წამებს, წუთებს, საათებს?! რატომ ვდუმვართ და ვერ ვბედავთ, როცა რამის თქმა გვინდა და სანამ შეგვიძლია?! რატომ არ ვეხუტებით, ვამშვიდებთ, ვეფერებით?!
დაე, წვიმდეს!

"Anyone who says sunshine brings happiness has never danced in the rain."
"Life is like a rainbow. You need both the sun and the rain to make its colors appear."

"Was machen Sie?" "Nichts. Ich lasse das Leben auf mich Regnen".
("What am I doing?" "Nothing. I am letting life rain upon me.") Rahel Varnhagen

















Then, when it seems we will never smile again, life comes back.



P.S. მთავარია, შაბათ-კვირას არ წვიმდეს ხოლმე! ;)

1 comment:

Katiée.Ge said...

კარგი რა თამ რა, შემაწყინა რომელია, დეპრესიაში ჩამაგდო სხვა ფაქტორების პარალელურად.
დღს გამოაცხადეს კიდე 10 დღე იქნება ამინდიო ასეთიო და მეთქი 10 დღეში მნახავთ ჩამოკიდებულს ხეზე, შუბლზე მეწერება - მზე!

ამას გამოვექეცი გერმანიიდან, რა მინდოდა, დავრჩენილიყავი :D:D:D